• MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
კომპანიის ინოვაციური პროექტები

ინოვაციური პროექტების შემუშავება და განხორციელება- ეს არის ის მთავარი , რის გამოც შეიქმნა ჩვენი კომპანია. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, ვისაც გააჩნია ინოვაციური იდეა- ერთად დავამუშავოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები! ამჟამად ჩვენი კომპანიის ინოვაციების ლაბორატორიაში მუშავდება 7 ახალი პროექტი, მათ შორის სამი მზადაა ასამოქმედებლად და სამივე მათგანს აქვს ერთი პრინციპი- ისინი ემსახურებიან რომელიმე კონკრეტული სოციალური პრობლემის გადაწყვეტას: ,,იაფი ექოსკოპი ყველა მოწინავე ექიმს” მოწოდებულია გააუმჯობესოს გადაუდებელი ავადმყოფების დიაგნოსტიკის პროცესი და ამით აამაღლოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხი ქვეყანაში; ,, ყური დაუგდეთ ბავშვის გულისცემას მისი ჩასახვისთანავე, ანუ ფეტალური დოპლერი ყველა ორსულს” მოწოდებულია ორსულთა პატრონაჟის გასაუმჯობესებლად ქვეყანაში ; პროექტის ,,გავანადგუროთ გამოყენებული შპრიცები” მიზანია შემცირდეს C ჰეპატიტის და სხვა სისხლით გადამცემი დაავადებების რიცხვი საქართველოში.

 
იაფი ექოსკოპი
იაფი ექოსკოპი ყველა მოწინავე ექიმს

საქართველოს მთავრობის 385-ე დადგენილების მიხედვით ყველა ურგენტულ სამედიცინო დაწესებულებას ევალება სადღეღამისო სადიაგნოსტიკო (კერძოდ ლაბორატორიული) სერვისების უზრუნველყოფა. ყველასათვის ნათელია, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვა სახის ელემენტარული სადიაგნოსტიკო საშუალებების (პირველ რიგში რენტგენისა და ექოსკოპიის) სადღეღამისო  უზრუნველყოფაც.   
ქვეყანაში განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობა ღამის საათებში ექოსკოპიური კვლევის კუთხით.

Read more...
 
ფეტალური დოპლერი

ყური დაუგდეთ ბავშვის გულისცემას მისი ჩასახვისთანავე !
ფეტალური დოპლერი ყველა ორსულს !
პირველად საქართველოში!

გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ყოველდღიურ რეჟიმში სახლის პირობებში მოისმინოთ თქვენი მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემა. ამის საშუალებას თქვენ მოგცემთ კომპანია IGG-ს მიერ მოწოდებული დოპლერის აპარატი, რომელიც ზომითა და წონით მობილური ტელეფონის სიდიდისაა.დოპლერის აპარატზე განთავსებულია ეკრანი, რომელზეც ფიქსირდება ნაყოფის გულისცემის სიხშირე, რაც საშუალებას მოგცემთ მუდმივად აკონტროლოთ მისი მდგომარეობა და ნორმალური მაჩვენებლებიდან გადახრის შემთხვევაში დროულად აცნობოთ თქვენს ექიმს.აპარატის ხმარება ძალიან ადვილია- ამისათვის საჭიროა ჭიპის ოდნავ ქვემოთ და მარცხნივ წაისვათ ჟელე ,რომელიც აპარატს მოყვება საჩუქრად და ზედ მიიდოთ აპარატი. ნაყოფის გულისცემა შეიძლება მოისმინოთ მარტომ ან მეუღლესთან ერთად. გულისცემის გარდა შეიძლება მოუსმინოთ ნაყოფის მოძრაობებსაც. აპარატის საგარანტიო ვადა- 6 თვე. 

აპარატის შეძენაში დაგეხმარებათ თქვენი ექიმი, ან დარეკეთ ტელეფონებზე - 23-59-48, 51-94-87, 18-16-59, 8-92-51-18-18, 8-92-51-98-98 ან 8-92-51-47-47


 




canadian-pharm24.net 1canadianxpills.com