• MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
ხელმძვანელები

ლადო ჭიპაშვილი,  მედიცინის დოქტორი, დაბადებულია ქ.თბილისში, 1964  წელს.
მეუღლე თამარ ნატროშვილი, მედიცინის დოქტორი;
ვაჟიშვილი  გიორგი ჭიპაშვილი ;

სამეცნიერო  და პედაგოგიური საქმიანობა

1981-88 წწ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი       
დაამთავრა წარჩინებით;
1990-93 წწ  საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის
ასპირანტი (მოსკოვი);
1992  წ.       იცავს დისერტაციას ქირურგია-ტრანსპლანტოლოგიაში (მოსკოვი);
1993-99 წწ   თბილისის ექიმთა დახელოვნების სახ. ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-      
თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი;
1996 წ.        ატლანტის (აშშ)  სამედიცინო ცენტრის სტაჟორი;
1997 წ         მოდენის (იტალია) სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალი, სტაჟორი;
2006-07 წწ  თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის მიწვეული  პროფესორი;
გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და გამოგონება.  
არის ლაპაროსკოპისტ  ქირურგთა მსოფლიო ასოციაციის ნამდვილი წევრი, აგრეთვე ინტერვენციული მედიცინის ევროპის ასოციაციის ნამდვილი წევრი, ასევე მრავალი ევროპული თუ მსოფლიო ასოციაციების საპატიო თუ ასოცირებული წევრი.        

საექიმო პრაქტიკული საქმიანობა

1988-90 წწ-  ხარაგაულის და ხაშურის რაიონული საავადმყოფოების ქირურგი;
1990-93 წწ   მოსკოვის  #20 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი;
1993-98 წწ   თბილისის ქალაქის #1 კლინიკური საავადმყოფოს თორაკო-აბდომინური
ქირურგიის კლინიკის წამყვანი ქირურგი;
1998-99 წწ    თბილისის ქალაქის #1 კლინიკური საავადმყოფოს თორაკო-აბდომინური
ქირურგიის კლინიკის დირექტორი;
სამედიცინო-პრაქტიკული მიღწევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვა საქართველოში 90-იან წლებში  მის მასწავლებელ  პროფ. ზ.ცხაკაიასთან ერთად.


საზოგადო პოლიტიკური საქმიანობა

1999-2004    წწ - საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის  წევრი, ჯანდაცვის ქვეკომიტეტის, შემდეგ  ჯანდაცვის კომიტეტის   თავმჯდომარე;
2004-07  წწ - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი;
2007-08  წწ-  საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში;


კერძო  საქმიანობა

2008-11    წწ- ექსპერტი  და კონსულტანტი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
საკითხებში;
2011 წ  - ახლადშექმნილი შპს ,,სამედიცინო ინოვაციების კომპანიის” დირექტორი;





 


canadian-pharm24.net 1canadianxpills.com