• MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
სერვისები და ფასები

სერვისები და ფასები
1. ნებისმიერი ტიპის სამკურნალო დაწესებულების - საავადმყოფოს, სპეციალიზირებული კლინიკის, დიაგნოსტიკური ცენტრის, კერძო სამედიცინო ოფისის- დაგეგმარება და ფუნქციონალური დავალების განსაზღვრა.
 დაწესებულებათა მეპატრონეების უმეტესობას მიაჩნია, რომ თავად შეუძლია განახორციელოს ყველაზე უკეთ ეს სამუშაო და მხოლოდ  დაწესებულებების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ იკბენენ მწარედ თითზე- აღმოჩნდება, რომ ბევრი რამე გადასაკეთებელია. ჩვენი კომპანია იძლევა გარანტიას-  უზრუნველყოს სამედიცინო დაგეგმარება ევროპული სტანდარტების დონეზე, ამასთან სამუშაო შეასრულოს უმოკლეს ვადებში; მაგალითად 200 საწოლიანი მრავალპროფილური საავადმყოფოს დაგეგმარება- სამედიცინო დავალების განსაზღვრა ჩვენ შეგვიძლია  70-75 სამუშაო საათის განმავლობაში. მცირე ზომის დიაგნოსტიკურ ცენტრს დავაგეგმარებთ 2 საათში. დღეისათვის  ასეთი სახის კვალიფიციური სერვისი ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობს .
სერვისის ღირებულება:  1 სამუშაო საათი 45 ლარი+გადასახადები; 1 სექტემბრიდან ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


2.  სამედიცინო აპარატურის და სახარჯი მასალების  შესყიდვა.
დაწესებულებათა მეპატრონეების უმეტესობას გულწრფელად მიაჩნია, რომ თავად შეუძლიათ ამ სამუშაოს შესრულება და შესაძლოა ძალზე გვიან მიხვდნენ  ( ან ვერ მიხვდენ ვერასოდეს), რომ არწივის ნაცვლად მათ ყვავი შეაჩეჩეს. მაშინ როცა მსოფლიოს ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკები ყოველწლიური შესყიდვებისთვის შემსყიდველ კომპანიებს ქირაობენ ( ასე უფრო იაფი უჯდებათ), ჩვენი  ქართველი მეპატრონეები თავად იღებენ საკუთარ თავზე შესყიდვების ჩატარებას ან უკეთეს შემთხვევაში უკავშირდებიან სამედიცინო აპარატურის დისტრიბუტორ კომპანიებს, როგორებიცაა ........ ან......... ან.........(ამას კიდევ არა უშავს, როგორც მინიმუმ კვალიფიციურად და ცივილიზებულად გატყავდებიან). ისეთი მცნება, როგირიცაა პროფესიონალი შემსყიდველი, ქართულ ბაზარზე ჯერ არ არსებობს ( უფრო ზუსტად ამ უკანასკნელ თვეებში დანერგა ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა,ისიც მხოლოდ იმ საავადმყოფოსთვის, რომელსაც პატრონობს, მას მერე, რაც მრავალჯერ სასტიკად  გააწბილეს).  განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან, თუ რა სხვაობაა აპარატურის შემსყიდველ კომპანიასა და  აპარატურის დისტრიბუტორ კომპანიას  შორის, განვმარტავთ, რომ დისტრიბუტორი კომპანია ბაზარზე წარმოადგენს კონკრეტულ მწარმოებელ კომპანიებს (მაგალითად ,,ტოშიბას”) და ამავე დროს გადამტერებულია  კონკურენტ კომპანიაზე (მაგალითად ,,ფილიპსზე”), ამიტომ თუ მას დაავალებ შესყიდვას, იგი ყველა ვარიანტში შეეცდება მოგყიდოთ ,,ტოშიბა” და მხოლოდ ..ტოშიბა”, თუნდაც კონკრეტულ პოზიციაში მას სჯობდეს ,,ფილიპსი”. ზუსტად იგივე მოხდება (ოღონდ პირიქით) , თუ შესყიდვას დაავალებთ ,,ფილიპსის” დისტრიბუტორს. ამიტომ გამოსავალი ერთია- თუ გინდათ, თქვენი საავადმყოფოსთვის იყიდოთ საუკეთესო აპარატურა საუკეთესო ფასად, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოთ  დისტრიბუტორი და შემსყიდველი. პროფესიონალი დისტრიბუტორები დღეს ქვეყანაში მრავლადაა და ეს კარგია ( სხვათა შორის ესეც ჩვენი პოლიტიკის შედეგია), ხოლო პროფესიონალი შემსყიდველები ვართ მხოლოდ ჩვენ!  ჩვენ არ წარმოვადგენთ არც ერთი მწარმოებელი კომპანიის ინტერესს!. ( აქ შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა ერთ-ერთ დისტრიბუტორ კომპანიასთან  დაკავშირებით,  რომელთანაც ჩვენ გარკვეული ლეგალური  კავშირები გვაქვს- ხომ არ არის აქ  ინტერესთა კონფლიქტი?), რაზეც მარტივი პასუხია- ეს კომპანია დღეისათვის  გადართულია უიაფეს (და უბრენდო) ჩინურ პროდუქციაზე და  არ წარმოადგენს პრაქტიკულად არც ერთ ევროპულ თუ ამერიკულ ცნობილ მწარმოებელს.           იმისათვის , რომ შეგექმნათ წარმოდგენა, გაცნობებთ, რომ 200-საწოლიანი საავადმყოფოს სრული აპარატურის შესყიდვისთვის ჩვენ დაგვჭირდება 150-180 სამუშაო საათი ( ანუ დაახლოებით ერთი თვე) პლუს 50-60 საათი (თუ თქვენი სურვილი იქნება), იმის განსაზღვრისთვის , მართლა გჭირდებათ თუ არა ის აპარატურა, რის შესყიდვასაც აპირებთ (და თუ ეს აპარატურა არ გჭირდებათ, მაშინ რა გჭირდებათ). სხვათა შორის ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია და ჩვენ შეიძლება ამ რგოლში საკმაო ფული დაგიზოგოთ, იმიტომ რომ მეპატრონეები, როგორც წესი, ამ ეტაპზე   ოცნებებში იხლართებიან ხოლმე.   თუკი შევაჯამებთ ზემოთთქმულს, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შეთავაზებები :
• განსაზღვრა, თუ საზოგადოდ რა აპარატურა  და სახარჯი მასალები გჭირდებათ;
• საჭირო აპარატურის და სახარჯების სპეციფიკაციების განსაზღვრა ;
• ამ აპარატურის და სახარჯების შერჩევა არა აქ, არამედ უცხოეთში;
•  აპარატურის მწარმოებლებთან (და არა დისტრიბუტორებთან) პირდაპირი მოლაპარაკებები მაქსიმალურ ფასდაკლებებზე;
• თქვენი პერსონალის შესაბამისობაში მოყვანა ამ ტექნოლოგიებთან;
• და ბოლოს , სპეციალური შეთავაზება სამკურნალო დაწესებულების მეპატრონეებისადმი -გარანტირებულად შეგიმცირებთ ხარჯებს, დაკავშირებულს სახარჯი მასალების  და სამედიცინო ნაკეთობების შესყიდვასთან; ამით ერთის მხრივ გაგეზრდებათ მოგება, მეორეს მხრივ მოგეცემათ საშუალება  გაზარდოთ ექიმთა სახელფასო ფონდი, ანუ შეგეძლებათ გყავდეთ მაღალანაზღაურებადი და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რითაც აჯობებთ კონკურენტებს;     სერვისის ღირებულება: 1 სამუშაო საათი  45 ლარი + გადასახადები ;  1 სექტემბრიდან ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

3. რა სახის  აპარატურის და სახარჯი მასალების შესყიდვისას შეგვიძლია დახმარების გაწევა
• სადაზღვევო კომპანიებს  შევურჩევთ  უიაფეს აპარატურულ პაკეტს  მათი ვალდებულებების  შესასრულებლად. 

სხვა  კერძო  დაწესებულებების მეპატრონეებს ვთავაზობთ უმაღლეს  ტექნოლოგიებს:
• სუპერტექნოლოგიური ლაპაროსკოპიული რობოტი და ვინჩი (საქრთველოში არსადაა, მცირედ ინვაზიური და ლაპაროსკოპიული  ოპერაციების ოქროს სტანდარტი მსოფლიოში)
• პროტონული სხივური თერაპიის აპარატები (საქართველოში არსადაა, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის  პლატინის  სტანდარტი მსოფლიოში)
• ტომო- თერაპიის აპარატები (საქართველოში არსადაა, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის  ოქროს  სტანდარტი მსოფლიოში)
• მაგნიტური რეზონანსის  საოპერაციოები (საქართველოში არსადაა, თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობის ოქროს სტანდარტი მსოფლიოში )
• მაგნიტური რეზონანასის და ანგიოგრაფის ჰიბრიდული საოპერაციოები (საქართველოში არსადაა, ინსულტების და კარდიოვასკულარული დაავადებების მკურნალობის ოქროს სტანდარტი მსოფლიოში)
• რადიოქირურგიული სხივური დანადგარები-გამა ნაიფი, კიბერნაიფი,  (საქართველოში არსადაა, თავის ტვინის  და სხვა ორგანოების სოლიდური სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის ალტერნტივა)
• ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ტექნოლოგიური ციკლი (საქართველოში არსადაა, მინიმუმ 100 დღეისთვის  განწირული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა ყოველწლიურად)
• გულის ტრანსპლანტაციის ტექნოლოგიური ციკლი ( საქართველოში არსადაა)
• ღვიძლის ტრანსპლანტაციის ტექნოლოგიური ციკლი (საქართველოში არსადაა)
• პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფები ( საქართველოში არსადაა, მის გარეშე კი  21-ე საუკუნის ონკოლოგია წარმოუდგენელია)
• ყველა კლასის (ღია, დახურული)  მაგნიტური რეზონანსის აპარატები (0,2; 0,35; 1,5; 3,0ტ)
• ყველა კლასის კომპიუტერული ტომოგრაფები (2, 4, 16, 64, 128, 320-შრიანი)
• სხივური ამაჩქარებლები და ბრაქითერაპიის დანადგარები
• ანგიოგრაფები ფლეტ პანელით, როგორც გულის, ასევე პერიფერიული სისხლძარღვების კვლევისთვის
• ქირურგიული C-Arm
• რენტგენოგრაფიისა და რენტგენოსკოპიის ციფრული აპარატები
• მობილური რენტგენები
• დენსიტომეტრები
• ხელოვნური სუნთქვის აპარატები
• ნარკოზის აპარატები
• ინტენსიური თერაპიის და პალატის მონიტორები
• საოპერაციოების და ინტენსიური თერაპიის პენდანტები, ჟანგბადის გაყვანილობა
• ლამინარული ჰაერის ნაკადის საოპერაციოები
• საოპერაციოების განათება , საოპერაციო მაგიდები, ამქაჩები, ელექტროდანები
• რადიო- აბლაციის აპარატები
• ინფუზიური შპრიცები და გადასასხმელი პომპები
• ე.კ.გ.,  ჰოლტერი,  ტრედმილი.
• ექოსკოპები  ყველა  სფეროსთვის-  (კარდიოლოგია, მეან-გინეკოლოგია, ქირურგია, უროლოგია, სისხლძარღვები) და ყველა სახის : შავ-თეთრი, ფერადი, პორტატული
• ფეტალური დოპლერ-მონიტორები
• ლაბორატორია- სრული სპექტრი
• ნუკლეარული მედიცინა- გამა-კამერები
• ენდოსკოპია- გასტროსკოპია, დუოდენოსკოპია,  კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, ლაპაროსკოპია, ართროსკოპია. HD
• ყველაფერი ინტერვენციებისთვის (სტენტები, კოილები...)
• ყველაფერი კარდიოქირურგიისთვის
• ყველაფერი ორთოპედიისთვის (ნებისმიერი პროთეზის ჩათვლით)
• ყველაფერი ოფთალმოლოგიისთვის
• ყველაფერი ყელ-ყურ-ცხვირისთვის
• ყველაფერი უროლოგიისთვის
• ყველაფერი მეან-გინეკოლოგიისთვის
• ყველაფერი სტომატოლოგიისთვის
• საოპერაციო მიკროსკოპები
• პრინტერები და ინექტორები რადიოლოგიისთვის
• საავადმყოფოს ინფორმაციული მენეჯმენტ-სისტემები- PACS, RIS, HIS (ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ აქცევენ საქართველოში ყურადღებას ამ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს, რომელმაც  მეპატრონეებს დიდი ფული უნდა დაუზოგოს მომავალში);
• ქირურგიული ინსტრუმენტები და სახარჯი მასალები
• სახარჯი მასალები ყველა განყოფილებისთვის, საოპერაციოსთვის, ინტენსიური თერაპიისთვის, ემერჯენსისთვის
• საწოლები ინტენსიური თერაპიისთვის და პალატებისთვის
• საავადმყოფოს ფურნიტურა (ავეჯი)
• სასტერილიზაციო აპარატურა, მათ შორის ცივი სტერილიზაციის აპარატები
• აპარატები ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციისთვის
• სასწავლო მულაჟები მომავალი ექიმებისთვის
• და სხვა;

4. მძიმე ავადმყოფების მკურნალობის მენეჯმენტი(მართვა) და საზღვარგარეთ     მკურნალობა.
სერვისის ღირებულება:
• მძიმე ავადმყოფების მკურნალობის მართვა საქართველოში; თუკი ეს სერვისი შემოიფარგლა ,,სატელეფონო მენეჯმენტით” და კომპანიის თანამშრომლებს არ დაჭირდათ ოფისიდან გასვლა, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მომსახურება უფასოა (ჩვენი ხელმძღვანელის პრინციპული პოზიცია).
• თუკი მძიმე ავადმყოფის მკურნალობის მართვა  მოითხოვს ჩვენი კომპანიის აქტიურ ჩარევას კლინიკებში ხშირი გასვლით, ცნობილი ადგილობრივი სპეციალისტების მოწვევით, კონსილიუმებით და ა.შ., ასეთ შემთხვევაში ავადმყოფის მხარე აანაზღაურებს მხოლოდ ფაქტობრივ დანახარჯებს, ხოლო ჩვენი მომსახურება კვლავ უფასო იქნება (ჩვენი ხელმძღვანელის პრინციპული პოზიცია).
• თუ საჭირო გახდება    უცხოელი (ევროპელი) პროფესორის მოწვევა მძიმე ავადმყოფთან, მომსახურების   ღირებულება 700 ლარიდან. ამას დაემატება   პროფესორის ჰონორარი და სასტუმროს ხარჯი, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად (ჩვენი გამოცდილებით ეს თანხა ჯამში 1-დან  4 ათას ევრომდე მერყეობს და დამოკიდებულია კონსულტანტის ,, სიდიდეზე და დაკავებულობაზე”).
• თუ საჭიროა ავადმყოფის გაგზავნა ევროპულ კლინიკებში (ძირითადად გერმანია და ავსტრია), კომპანია უზრუნველყოფს კლინიკის  შერჩევას, ავადმყოფის   შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და ავდმყოფის ევროპული სტანდარტებით მკურნალობას. ტარიფი 800 ლარიდან.
• თუ ავადმყოფის მხარეს გაუჩნდება სურვილი, შესაძლებელია კომპანიამ უზრუნველყოს საკუთარი წარმომადგენლის თანხლება ავადმყოფთან ერთად, რომელიც ადგილზე ,,უპატრონებს” ავადმყოფს. ღირებულება-  1 დღე- 150 ევრო, რასაც დაემატება მგზავრობა, ცხოვრება და კვება უიაფესი სტანდარტებით.
• განსაკუთრებულ შემთხვევებში  შესაძლებელია კომპანიის ხელმძღვანელის თანხლებაც, რომელიც პირადად  ,,უპატრონებს” ავადმყოფს, გაატარებს მის საწოლთან  დღეში 3-4 საათს (აუცილებლობის შემთხვევაში), პირად კონტროლს და პასუხისმგებლობას აიღებს მკურნალობის მიმდინარეობაზე, რაშიც  მისი პროფესიონალიზმი და ავტორიტეტი დაეხმარება( ევროპაში ექს-მინისტრებს , თანაც ქირურგებს დიდ პატივს ცემენ). ასეთ შემთხვევაში ღირებულებაა  250 ევრო დღეში, რასაც დაემატება მგზავრობა ეკონომით, ხოლო ცხოვრება და კვება  4 ვარსკვლავის სტანდარტით.  ანალოგიური შეთავაზება ძალაშია სხვა კომპანიების მიმართაც, რომლებიც ასევე აწარმოებენ ავადმყოფების  საზღვარგარეთ მკურნალობის ორგანიზებას.

5. სპეციალური შეთავაზება  სადაზღვევო  კომპანიებს: ართულებული  ავადმყოფების      მკურნალობის  პროცესის  მართვა - ზოგჯერ  მძიმე, გართულებული ავადმყოფის მართვა რთულ საორგანიზაციო გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული.  ოპერატიულად (ონ-ლაინ რეჟიმში) უნდა განისაზღვროს, თუ რა გახდა გართულების მიზეზი, რა გადაუდებელი სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი,  ვინ უნდა განახორციელოს და სად უნდა ჩატარდეს ეს სერვისები და ა.შ., მოკლედ  საჭიროა ავადმყოფის (შესაბამისად  კომპანიის)  ინტერესების დაცვა,( რიგ შემთხვევებში სიცოცხლის გადარჩენაც). გაურთულებელ შემთხვევებში ამ პროცესს უზრუნველყოფენ სადაზღვევო კომპანიის  წარმომადგენლები.  მაგრამ  რთულ შემთხვევებში საჭიროა მაღალი კომპეტენციის  საორგანიზაციო და ექსპერტული დახმარება, რასაც გათავაზობთ  ჩვენი კომპანია. ფასი  1 სამუშაო საათი 45 ლარი (გადასახადების გარეშე).

6. სპეციალური შეთავაზება  საავადმყოფოების  ხელმძღვანელებისთვის- თქვენი საავადმყოფოების  მოწყობა ახალი სალიცენზიო სტანდარტების შესაბამისად-  საქართველოს მთავრობის 2010წ. #29 და #385 დადგენილებების მიხედვით 2011 წ. 1 სექტემბრიდან  ამოქმედდება სამკურნალო დაწესებულებათა ახალი სტანდარტები. ამ სტანდარტების მიხედვით დღეს მოქმედ დაწესებულებათა უმრავლესობა  ექვემდებარება  ლიცენზიის გაუქმებას. ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ  უკეთ გაერკვეთ ახალ მოთხოვნებში და ყველაზე მინიმალური დანახარჯებით  შეასრულოთ ახალი  სალიცენზიო პირობები. ეს ეხება  როგორც საოპერაციოების  მოწყობას, ასევე მინიმალური  აპარატურული სტანდარტის დაკმაყოფილებას, ასევე არსებული აპარატურის დაკალიბრებას და ა.შ.


                 

 


error
  • JFTP::login: Unable to login
  • JFTP::write: Unable to use passive mode
  • JFTP::write: Unable to use passive mode
  • JFTP::write: Unable to use passive mode