• MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
რატომ ჩვენ

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კომპანია თუკი აპირებთ:

1.      ახალი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონალურ დაგეგმარებას- სამედიცინო დავალების განსაზღვრას. 2004 წლამდე  ქვეყანა ცხოვრობდა საბჭოური ,,სნიპებით”- სტანდარტებით; პრაქტიკულად არ არსებობდა ,, სუფთა დაწესებულებების” ცნება და კულტურა. როცა დღის წესრიგში დადგა ახალი თანამედროვე საავადმყოფოების დაპროექტება (ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, რესპუბლიკური საავადმყოფო, დასავლეთ საქართველოს ეროვნული ცენტრი, გორის ჰოსპიტალი, ზუგდიდის სამხარეო საავადმყოფო და მრავალი მრავალი სხვა), აღმოჩნდა, რომ ჩვენი არქიტექტორები აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი იყვნენ  ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელს პირადად მოუწია  სპეციალური  მისიით გამგზავრებულიყო ევროპის საუკეთესო ცენტრებში  ამ  გამოცდილების მისაღებად. შედეგად ქვეყანამ მიიღო თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ცენტრები, რომელთა მსგავსი ამიერკავკასიაში დღესაც (5-6 წლის შემდეგ) არ მოიძებნება. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია. ასე რომ, ვისაც სურს ახალი თანამედროვე საავადმყოფოების თუ დიაგნოსტიკური ცენტრების აშენება თუ რენოვაცია, არჩევანი ერთი აქვს- ჩვენი კომპანია!

2.      თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და ტექნოლოგიების  შესყიდვებს-  ამ სფეროშიც 2004 წლამდე სავალალო მდგომარეობა იყო- ქვეყანაში ფუნქციონირებდა აპარატურის შემომტანი სულ ორიოდე  წვრილი კომპანია, რომელთა ჯამური ტვირთბრუნვა დღევანდელთან შედარებით სასაცილო იყო. ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელების მიერ  2004-07 წლებში ქვეყანაში შემოტანილ იქნა  მრავალი ათეული მილიონი დოლარის ღირებულების უახლესი აპარატურა-- პირველად საქართველოში შეიქმნა  სხივურ ამაჩქარებლებიანი (2 ლინაკი )  რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და მკვეთრად გააუმჯობესა ონკოლოგიურ ავადმყოფთა მდგომარეობა; პირველად საქართველოში შემოტანილ იქნა 1.5 ტესლა მაგნიტური რეზონანსის აპარატები ( 3 ცალი), 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფები ( 2 ცალი) , რითაც მკვეთრად გაუმჯობესდა ავადმყოფთა დიაფნოსტიკა ქვეყნის მასშტაბით, პირველად დამონტაჟდა და ამუშავდა ფლეტ-პანელიანი ანგიოგრაფები ( 3 ცალი), რამაც მკვეთრად გააუმჯობესა გულ-სისხლძარღვთა  დაავადებების მკურნალობა; პირველად  შემოვიდა პედიატრიული სპეციალიზირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები (რამდენიმე ათეული), რომლებმაც ერთხელ და იმედია სამუდამოდ მოხსნეს ბავშვთა რეანიმაციის უმწვავესი პრობლემა საქართველოში; პირველად საქართველოს რაიონებში (უკლებლივ  ყველგან) შეტანილ იქნა თანამედროვე სუნთქვის აპარატები, მონიტორები, ექოსკოპები , რომლებმაც მოხსნეს ამ აპარატების  მწვავე დეფიციტი და გააუმჯობესეს ადგილობრივი მოსახლეობის ჰოსპიტალური მკურნალობის ხარისხი; თანამედროვე საოპერაციო მიკპოსკოპებმა გააუმჯობესეს ნეიროქირურგიული მკურნალობის ხარისხი; შემოტანილმა უახლესმა საოპერაციო დანადგარებმა და ინსტრუმენტებმა  გააუმჯობესეს ზოგადი ქირურგიული მომსახურების ხარისხი; შემოტანილმა უახლესმა ნეფროლოგიურმა დანადგარებმა  300-დან  1100-დე გაზარდეს  თირკმლის უკმარისობით ცოცხლად  გადარჩენილი ავადმყოფების რიცხვი; თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ  ტუბერკულოზის ახალ ცენტრში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამ სოციალური სენის მკურნალობა და ეს პრობლემაც ახლოა გადაწყვეტასთან; სისხლის ბანკებისთვის შემოტანილმა აპარატურამ ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე იხსნა შიდსით დაინფიცირებისაგან; ფეტალურმა მონიტორებმა მრავალი ორსულისა და ახალშობილის სიცოცხლე იხსნეს; ასეთი მაგალითების ჩამოთვლა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ფაქტი ერთია-- ჩვენი ხელმძღვანელი პირადად არჩევდა ყველა აპარატს და პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს მწარმოებელი კომპანიების პრეზიდენტებთან, მით უფრო, რომ მას სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის 15 წლის გამოცდილება  ქონდა მიღებული წინა ცხოვრებაში (იყო  კლინიკის ხელმძღვანელი, სადაც დაინერგა უახლოესი  ქირურგიული ტექნოლოგია-- ლაპაროსკოპიული ქირურგია და ესეც პირველად (!) საქართველოში). დღეს ყველაზე ბოროტი ენებიც კი აღიარებენ, რომ ამ წლებში შემოტანილი აპარატურა იყო უმაღლესი ხარისხის, ყველა მათგანი დღესაც მწყობრშია და ერთგულად ემსახურება ქართველ ხალხს.  ასე რომ ვისაც სურს ხარისხიანი და იაფი აპარატურის შეძენა, არჩევანი ერთი აქვს-- ჩვენი კომპანია!

3.      თუ გესაჭიროებათ მძიმე ავადმყოფის მკურნალობის მენეჯმენტი, ან უცხოეთში მკურნალობის ორგანიზება.  ხანდახან იქმნება სიტუაცია, როდესაც ავადმყოფს თავზე ბევრი ექიმი ახვევია, მაგრამ მკურნალობის პროცესი წინ არ მიიწევს, ამასთან გამოითქმის ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფის პატრონს უჭირს  გადაწყვეტილებების მიღება და სწორი არჩევანის გაკეთება, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ავადმყოფს. აქ შეიძლება სასარგებლო სამსახური გაგიწიოთ ჩვენი ხელმძღვანელობის (რომელსაც უამრავი მსგავსი შემთხვევა ჰქონია)  უდიდესმა გამოცდილებამ და ავტორიტეტმა. რთული სიტუაციების მენეჯმენტი მოიცავს ,,სწორი’ ქართველი სპეციალისტების და კლინიკის შერჩევას, კონსილიუმებს, საჭიროების შემთხვევაში საუკეთესო ევროპელი სპეციალისტების  კონსულტაციებს (როგორც დისტანციურად ასევე  საქართველოში ჩამოყვანასაც), ასევე საჭიროების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში (რამდენიმე დღეში) ავადმყოფის გაგზავნას საუკეთესო ევროპულ კლინიკებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში არ არის გამორიცხული კომპანიის ხელმძღვანელის თანხლებაც, იგი პირადად იცნობს  წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელებს და  მოწინავე სპეციალისტებს და მისი მახლობლად ყოფნა სასარგებლო იქნება ავადმყოფისთვის. კითხვა: მსგავს სერვისს ( საზღვარგარეთ მკურნალობას) ზოგიერთი რეკლამირებული კომპანიაც სთავაზობს კლიენტს. არის რამე განსხვავება შეთავაზებებში? პასუხი: კომპანიების უმეტესობა დაკავშირებულია ერთ ან ორ-სამ (საუკეთესო შემთხვევაში)  ევროპულ საუნივერსიტეტო კლინიკასთან და ყველა პროფილის ავადმყოფს იქ აგზავნის. როგორი სახელგანთქმულიც არ უნდა იყოს კლინიკა , შეუძლებელია ყველა პროფილში იყოს ევროპაში საუკეთესო. მაგალითად  უროლოგიური დეპარტამენტები საუკეთესოა ჰანოვერში და ბონში, ნეიროქირურგია-   კილში და მიუნხენში,  ონკოლოგია - ვენაში, კარდიოქირურგია - შარიტეში (ბერლინი) და ა. შ. (ქალაქების დასახელებები პირობითია ეთიკური თვალსაზრისით). ჩვენ კომპანიას ახლო კონტაქტები აქვს ( მათ შორის ხელმძღვანელების დონეზეც) მინიმუმ 15 ქალაქის წამყვან კლინიკებთან და ამიტომ ყველა ცალკეულ შემთხვევაში შეგვიძლია შევურჩიოთ ავადმყოფს მისთვის საუკეთესო ვარიანტი.

4.      თუკი გსურთ ინვესტიციების განხორციელება მედიცინაში, ამ შემთხვევაშიც საუკეთესო არჩევანი ჩვენი კომპანიაა. ჩვენ შევხვედრივათ სიტუაციებს, როცა ახალგაზრდა დამწყები ექიმი საკმაო თანხებს ახარჯვინებს მდიდარ ნათესავებს ამა თუ იმ ტექნოლოგიაში და მალე აღმოჩნდება ხოლმე, რომ  ამ ფულს  მოსალოდნელი ეფექტი ვერ მოაქვს. ჩვენი გამოცდილება ამ საქმეშიც ფასდაუდებელია. ჩვენ გავუფრთხილდებით და ვამრავლებთ თითოეულ ლარს, რომელსაც ჩადებთ მედიცინაში.

5.      თუკი  თქვენ მედიცინის სფეროს წარმომადგენელი ბრძანდებით და გაგაჩნიათ იდეა, რომელსაც თქვენი ახლობლები უტოპიურად და განუხორციელებლად მიიჩნევენ, მაგრამ თქვენ  გჯერათ ამ იდეის, მომართეთ ჩვენს კომპანიას. ჩვენს კომპანიაში შექმნილია  ინოვაციების განყოფილება, რომელიც თქვენს სამსახურშია. ამ განყოფილების ორი პროექტი უკვე ამოქმედდა.



 


canadian-pharm24.net 1canadianxpills.com