• MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
  • MedicalInnovations
იაფი ექოსკოპი
იაფი ექოსკოპი ყველა მოწინავე ექიმს

საქართველოს მთავრობის 385-ე დადგენილების მიხედვით ყველა ურგენტულ სამედიცინო დაწესებულებას ევალება სადღეღამისო სადიაგნოსტიკო (კერძოდ ლაბორატორიული) სერვისების უზრუნველყოფა. ყველასათვის ნათელია, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვა სახის ელემენტარული სადიაგნოსტიკო საშუალებების (პირველ რიგში რენტგენისა და ექოსკოპიის) სადღეღამისო  უზრუნველყოფაც.   
ქვეყანაში განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობა ღამის საათებში ექოსკოპიური კვლევის კუთხით.

გამოსავალი ერთია    -  ყველა ემერჯენსის (გადაუდებელი მედიცინის) დეპარტამენტში უნდა ფუნქციონირებდეს  ექოსკოპის აპარატი. ვინ უნდა ჩაატაროს  გადაუდებელი ექოსკოპიური კვლევა?- მორიგე ექიმმა! ( ასეა მოწინავე ქვეყნებში). შტატიანი ექოსკოპისტის გამოძახება რაიონში (და ქალაქშიც) ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებლი და ხშირად იწვევს დიაგნოზის დაგვიანებას (ან სულაც გამოკვლევის ამ მეთოდზე მორიგე ბრიგადის მიერ უარის თქმას , რაც მალე დასჯადი გახდება).

2006 წლიდან ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით ყველა ზოგად ქირურგს შეუძლია გამარტივებული წესით შეისწავლოს ექოსკოპია, ანუ დაეუფლოს ექოსკოპიის სუბსპეციალობას.’’სამედიცინო ინოვაციების კომპანია’’  ქვეყნის ყველა ქირურგს თავაზობს კომპლექსურ სერვისს - როგორც ექოსკოპიის შესწავლას, ასევე უახლესი თაობის ექოსკოპის აპარატს საკუთრებაში.

ა). სწავლება (ხანგრძლივობა 4 თვე, პროგრამა აკრედიტებულია ჯანდაცვის სამინისტროში) ჩატარდება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, ქვეყნის საუკეთესო ექოსკოპისტების მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ მსმენელები იქნებიან ჩვენი რეგიონების მოწინავე ქირურგები, რომელთა მოწყვეტა ადგილებიდან არ შეიძლება,  შედგება სწავლების ინდივიდუალური გრაფიკები ( ანუ მსმენელს მიეცემა უფლება პარალელურად  იმუშაოს თავის საავადმყოფოში, იმორიგეოს და ა.შ.-  მოქმედი დებულება იძლევა ამის შესაძლებლობას). სწავლების დასრულებისთანავე მიეცემათ სახელმწიფო სერთიფიკატი და ექოსკოპიის ჩატარების და დასკვნის დაწერის უფლება.buy cialis

ბ). სწავლების დაწყებიდან 2-3 კვირის განმავლობაში მსმენელებს მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ  თანამედროვე ექოსკოპის აპარატები, რომლებსაც იხმარენ როგორც სწავლების პროცესში, ასევე  კერძო პრაქტიკაშიც. აღნიშნული ექოსკოპის უპირატესობებია- გამოსახულების უმაღლესი ხარისხი, გამოიყენება აბდომინალური, სამეანო-გინეკოლოგიური, უროლოგიური, სისხლძარღვოვანი, კარდიოლოგიური და სხვ. კვლევებისას, არის მობილური (წონა 5 კგ) და ადვილი გადასატანი ( ზომით ,,ნოუთბუქის’’ სიდიდის), მისი ხმარება შესაძლებელია როგორც მიმღებში, ასევე რეანიმაციაში,  საოპერაციოში, პალატაში, პოლიკლინიკაში, ასევე ბინაზეც. შესაბამისად  ექიმებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავალი.

აპარატის უფასო სერვისი გარანტირებულია 2 წლის განმავლობაში. ფირმის სპეციალისტები ჩაატარებენ დამატებით უფასო სწავლებებს, ვიდრე ადრესატი ზუსტად არ დაეუფლება აპარატის ყველა შესაძლებლობებს. პროგრამის სრული ღირებულებაა 3880(სამი ათას რვაას ოთხმოცი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში), რომელშიც შედის სწავლება + სერთიფიკატი + ექოსკოპის აპარატი და რომელიც შეიძლება დაიფაროს 2 წლიანი (ან მეტი) განვადებით, ყოველგვარი საბანკო გარანტიების გარეშე.  ადგილები სასწავლო ჯგუფებში  შეზღუდულია.                                                                    გახსოვდეთ, ნებისმიერი ქირურგისთვის ექოსკოპიის შესწავლა  მარტივი საქმეა!

თქვენი სურვილის შემთხვევაში  ექოსკოპი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი სხვა მოდელით, მათ შორის ფერადი ექოსკოპით (შესაბამისად შეიცვლება ფასიც).

პროგრამაში ჩაწერა შეგიძლიათ ტელეფონებზე 91-65-91, 8-92-51-47-47, 8-77-90-47-74
შპს  ,,სამედიცინო ინოვაციების კომპანია” , თბილისი, ბარნოვის ქ. 83
www.medicalinnovations.ge

 


canadian-pharm24.net 1canadianxpills.com